ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ესპანეთში დაუკრავს. მუსიკოსი საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული, სადაც გერმანიიდან ჩავიდა.
ვალერიან შიუკაშვილი სოლოკონცერტს გრან კანარიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 3 ივლისს გამართავს. ამ სასიხარულო ინფორმაციას პიანისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:
“გრან კანარიის ფესტივალზე 3 ივლისს სოლოკონცერტი მაქვს… ვღელავ.”
ესპანეთში მსოფლიო საფორტეპიანო ფესტივალი Finca Festival Frantz & Friends 2015 – World Piano Festival 2 ივლისს გაიხსნა და 12 ივლისამდე გაგრძელდება, რომელშიც ცნობილ და წარმატებულ პიანისტებთან ერთად ქართველი მუსიკოსიც მონაწილეობს.
