Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვალერიან შიუკაშვილი მსოფლიო საფორტეპიანო ფესტივალზე დაუკრავს

1vakoქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ესპანეთში დაუკრავს. მუსიკოსი საერთაშორისო ფესტივალზეა მიწვეული, სადაც გერმანიიდან ჩავიდა.

ვალერიან შიუკაშვილი სოლოკონცერტს გრან კანარიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 3 ივლისს გამართავს. ამ სასიხარულო ინფორმაციას პიანისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:

“გრან კანარიის ფესტივალზე 3 ივლისს სოლოკონცერტი მაქვს… ვღელავ.”

ესპანეთში მსოფლიო საფორტეპიანო ფესტივალი Finca Festival Frantz & Friends 2015 – World Piano Festival 2 ივლისს გაიხსნა და 12 ივლისამდე გაგრძელდება, რომელშიც ცნობილ და წარმატებულ პიანისტებთან ერთად ქართველი მუსიკოსიც მონაწილეობს.