17 ივნისი, 2015

,,სიმინდის კუნძული’’ კიდევ ერთ ფესტივალში მონაწილეობს

1kunგიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა უკვე 30-მდე ჯილდო და პრემია მიიღო, მისთვის საფესტივალო ცხოვრება ისევ გრძელდება.

18-დან 25 ივლისის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ პულაში რიგით 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელშიც საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი მოხვდა.

ძირითად საკონკურსო პროგრამაში სულ 14 ფილმია წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.