გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა უკვე 30-მდე ჯილდო და პრემია მიიღო, მისთვის საფესტივალო ცხოვრება ისევ გრძელდება.
18-დან 25 ივლისის ჩათვლით ხორვატიის ქალაქ პულაში რიგით 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელშიც საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში გიორგი ოვაშვილის ნამუშევარი მოხვდა.
ძირითად საკონკურსო პროგრამაში სულ 14 ფილმია წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.