თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ვაკეში მდებარე ილიაუნის თეატრში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნინო ბიგვავამ გაავრცელა:
“მეგობრებო, სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ, რომ დღეს საღამოს, გენერალური რეპეტიციის მსვლელობისას, ძლიერი წვიმის გამო, ილიაუნის თეატრის ჭერი ჩამოინგრა.
შენობის სერიოზული დაზიანების გამო, ხვალ, 14 ივნისს დაგეგმილი TEDxYouth@Tbilisi გადაიდო. ღონისძიების ჩატარების ადგილს და თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.”
