Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ილიაუნის თეატრში ჭერი ჩამოინგრა

14 ივნისი, 2015

1ilias-teatriთბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ვაკეში მდებარე ილიაუნის თეატრში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნინო ბიგვავამ გაავრცელა:

“მეგობრებო, სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ, რომ დღეს საღამოს, გენერალური რეპეტიციის მსვლელობისას, ძლიერი წვიმის გამო, ილიაუნის თეატრის ჭერი ჩამოინგრა.

შენობის სერიოზული დაზიანების გამო, ხვალ, 14 ივნისს დაგეგმილი TEDxYouth@Tbilisi  გადაიდო. ღონისძიების ჩატარების ადგილს და თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.”