მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს. წლის სახე(ლ)ების დაჯილდოებაზე მას “გურული დღიურებისა” და ციფრული ფოტომატიანესთვის, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, სპეციალური პრიზი გადაეცა.
გიორგი კეკელიძე, მწერალი:
– დღეს წლის სახელების დაჯილდოებაზე, რომელიც საქველმოქმედო საღამოდ გადაკეთდა დაზარებულთათვის – ციფრული ფოტომატიანესთვის (ჯეოსელისა და ბიბლიოთეკის პროექტი) და გურული დღიურებისთვის ეს პრიზი გადმომცეს. იქაც ვთქვი და აქაც მინდა გთხოვოთ – ჩოხოტაურში, იმ სახლის წინ, სადაც გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი ცხოვრობდა, არის ,,გურია ნიუსის” ოფისი, რომელმაც გამოყო სივრცე და მინდა იქ თანამედროვე ბიბლიოთეკა გავაკეთოთ. თუ ახალი წიგნებით დამეხმარებით, გაგვახარებთ.