19 ივნისი, 2015

გიორგი კეკელიძე გამარჯვებულია

1kekelidzeმწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს. წლის სახე(ლ)ების დაჯილდოებაზე მას “გურული დღიურებისა” და ციფრული ფოტომატიანესთვის, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, სპეციალური პრიზი გადაეცა.

გიორგი კეკელიძე, მწერალი:

– დღეს წლის სახელების დაჯილდოებაზე, რომელიც საქველმოქმედო საღამოდ გადაკეთდა დაზარებულთათვის – ციფრული ფოტომატიანესთვის (ჯეოსელისა და ბიბლიოთეკის პროექტი) და გურული დღიურებისთვის ეს პრიზი გადმომცეს. იქაც ვთქვი და აქაც მინდა გთხოვოთ – ჩოხოტაურში, იმ სახლის წინ, სადაც გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტი ცხოვრობდა, არის ,,გურია ნიუსის” ოფისი, რომელმაც გამოყო სივრცე და მინდა იქ თანამედროვე ბიბლიოთეკა გავაკეთოთ. თუ ახალი წიგნებით დამეხმარებით, გაგვახარებთ.