8 დეკემბერი, 2014

ომარ მხეიძეს საუკუნის მოცეკვავის წოდება მიენიჭა

omar1სუხიშვილების ანსამბლის ყოფილ მოცეკვავეს ომარ მხეიძეს “საუკუნის მოცეკვავის” წოდება მიენიჭა. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმდებითმა კავშირმა, თბილისის მერიის, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა ყოველწლიური, ტრადიციად ქცეული საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტ-ფესტივალი „ბრავო ომარ!“

იგი მიეძღვნა ლეგენდარულ მოცეკვავეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ეროვნული პრემიის ლაურეატს, თბილისის საპატიო მოქალაქეს ომარ მხეიძეს. საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით ომარ მხეიძეს მიენიჭა „საუკუნის მოცეკვავის“ წოდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ საბავშვო და ახალგაზრდული კოლექტივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. წარმატებული ქორეოგრაფები დაჯილდოვდნენ „ქორეოგრაფიის ამაგდარისა“ და „ქორეოგრაფიის დესპანის“ საპატიო წოდებით.