10 წლის ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ “ვოისში”

კითხვის დრო: 1 წთ.

10 წლის ქართველი მომღერლის ფურორი გერმანულ "ვოისში" 10 წლის ქართველმა მომღერალმა ელენემ გერმანულ საბავშვო “ვოისში” ნამდვილი ფურორი მოახდინა.

გოგონამ ბრმა მოსმენების ტურში სტივ უანდერის ცნობილი სიმღერა ”Don’t You Worry ‘Bout A Thing” შეასრულა.

ელენეს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა, ატირებული გოგონას მუსიკალურობით აღტაცებული დარბაზი კი ფეხზე წამოდგა და ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.