25 იანვარი, 2016

გიორგი კალანდიას მიმართვა საზოგადოებას

1giorgi-kalandiaისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, ქართულ საზოგადოებას მიმართავს და საკუთარი კულტურის დასაცავად რეალური და ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს.

გიორგი კალანდია:

“სომხური ლობის ადვოკატად არ გამოვდგები! 4სერიანი ფილმი მიუძღვენი მათ გაუმართლებელ მტაცებლობას მეცნიერებაში, ხელოვნებაში! მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შეცდომები არ დავინახოთ! სომხურ ლობისტობას ისტერიკით და ინტერნეტ ღმუილით კი არა საქმით უნდა ვუპასუხოთ.

აბა, ნახეთ რამდენი ქართული ცეკვაა შეტანილი იუნესკოს არამატერიალური ძეგლების ნუსხაში!? არცერთი!!! ამიტომ ფუჭსიტყვაობას საქმის კეთება ჯობია და შემომდავებელიც აღარ გვეყოლება!

დაჯდნენ ქართველი მეცნიერები და მოამზადონ ნომინაცია, ზუსტად ვიცი სამინისტრო და სააგენტო მხარს დაუჭერს, ჩვენი ინიციატივით რამდენიმე წლის წინ ფერხული რომ გაძეგლდა ერთმა ჯგუფმა კინაღამ ჯვარს გვაცვა! ასე რომ, ბატონებო, საქმე და არა ინტერნეტ ისტერია! ტრადიციებსა და ფოლკლორს იუნესკო იცავს და ამისათვის ნომინაციების მომზადებაა საჭირო, ყველაფერზე ხელისუფლებას კი ნუ ველოდებით!”