
პიანისტის გადაწყვეტილებით, კონცერტი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დაასახმარებლად ჩატარდება და მასში ბექასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მაიკ მიტჩელი და მაქსიმილიან გერლი.
ისტორიის ფურცლები:
კონცერტის წარმდგენი “ნიუსდეი ჯორჯიაა”. საქველმოქმედო კონცერტი სასტუმროში “რუმს თბილისი” 12 აგვისტოს ჩატარდება.
თბილისის სტიქიას ქართველი მუსიკოსი არაერთხელ გამოეხმაურა. მან ივნისში გამართული საკონცერტო ტურნე მთლიანად სტიქიის დროს დაზარალებულების სოლიდარობას და გარდაცვლილების ხსოვნას მიუძღვნა, ზოოპარკის ბინადარ თეთრ ლომ შუმბას კი ახალი კომპოზიცია დაუწერა.

