მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანგ ფრენკ სინატრად წოდებულმა ხელოვანმა 80-წლიანი კარიერის განმავლობაში 180 მილიონი ფირფიტა გაყიდა, 60-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა და ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავიც დაიმსახურა.
ისტორიის ფურცლები:
შარლ აზნავურის მამა საქართველოში დაბადებული სომეხი იყო. თავად მომღერალი საქართველოში რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. მან ახალციხეში, რაბათის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და კონცერტი გამართა.
