ელენე ნავერიანის საერთაშორისო აღიარება

Elene navქართველი რეჟისორი ელენე ნავერიანი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. მას ციურიხში, ადამიანის უფლებათა თემატიკის ფესტივალზე – Human Rights Film Festival Zurich – „შემოქმედებითი მეამბოხის“ ჯილდო გადაეცა.

ციურიხში გამართულ დაჯილდოებამდე ბერნში ქართული კინოს სამდღიანი ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს სათვისტომოს ორგანიზებით და Teacup Film Festival-თან თანამშრომლობით მოეწყო. პროექტში ჩართული იყვნენ თეა რობაქიძე და რეჟისორი ინგა ნემსიწვერიძე.

ქართული კინოს ჩვენებები ელენე ნავერიანის ფილმით ,,შაშვი, შაშვი, მაყვალი” გაიხსნა, რომელსაც მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვეიცარიის პოლიტიკური და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა.

ფესტივალის პროგრამა თანამედროვე ქართულ კინოს და კლასიკურ ნამუშევრებს აერთიანებდა. მაყურებელმა თენგიზ აბულაძის გენიალური ,,მონანიება” ნახა. კინოჩვენებების პარალელურად მოეწყო დისკუსიები ქართველი რეჟისორებისა და მსახიობების მონაწილეობით.