ამერიკელ მსახიობს და მომღერალს პერის ჰილტონს მოკვლით ემუქრებიან. როგორც მან პოლიციას განუცხადა, უცნობი მამაკაცი სისტემატურად უგზავნის შეურაცხმყოფელ და მუქარით სავსე წერილებს.
ერთ-ერთ წერილში წერია:
“ერთი თვის შემდეგ ის მოკვდება და აღარასოდეს დაბრუნდება სახლში.”
წერილები მისმა მამამ რიკი ჰილტონმაც მიიღო. უცნობი კაცი წერს, რომ ვერ იტანს პერისს და მამამისს იმის გამო, რომ ისინი ებრაელები არიან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო წერილმა პერისი ისე შეაშინა, რომ მან პოლიციაში განცხადება დაწერა. სამართალდამცველებს უკვე ჰყავთ ეჭვმიტანილი და ახლა მისი დაპატიმრებისთვის ბრძანებას ელოდებიან.
