ლარს ფონ ტრიერი სამკურნალოა

lars_von_trierსკანდალური დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი სამკურნალოა. ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა თავად გააკეთა.

ლარს ფონ ტრიერი არ მალავს, რომ ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული და მისგან განკურნება სურს, თუმცა მას ისიც აწუხებს, რომ ამ ორი მავნე ჩვევის მოშორების შემდეგ, მოკვდება, როგორც შემოქმედი და მისი კარიერაც დასრულდება. მან ისიც აღიარა, რომ მისი ფილმების უმეტესობა სწორედ ნარკოტიკების და ალკოჰოლის გავლენის ქვეშ არის შექმნილი.

რეჟისორმა დანიურ გამოცემებს განუცხადა, რომ მკურნალობის კურსს აქტიურად გადის და 90 დღეა არ დაულევია. ამას ისიც ემატება, რომ ლარს ფონ ტრიერი სისტემატურად სტუმრობს “ანონიმური ალკოჰოლიკების” შეკრებებს. თუმცა 58 წლის რეჟისორს ეშინია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მის კარიერას დაასამარებს და ამის შემდეგ ის უსახურ ფილმებს გადაიღებს:

“ეს საკითხი ძალიან მაშინებს. არ მახსენდება არც ერთი მიღწევა იმ ხელოვანებისა, ვინც ალკოჰოლს და ნარკოტიკს თავი დაანება და მერე შედევრები შექმნა.”