მსახიობი თამარ მაყაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. რუსთაველის თეატრის მსახიობების რუსკა და ნინუცა მაყაშვილების დედა განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მათი ოჯახის გარშემო ჭორები და ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა ერთ-ერთმა ბოლო ინფორმაციამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
თამარ მაყაშვილი:
“განცხადება!!!
მეც და ჩვენი ოჯახის წევრებიც ყველინი ცოცხლები გახლავართ!!!
იდიოტს მივმართავ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა!!! უკაცრავად კი ვარ, მაგრამ თქვენ … ხომ არა გაქვთ? სახალისოც აღარ არის უკვე!
პ.ს. ყველას მე გიხდით ბოდიშს შეწუხებისათვის, იმ ვიღაც კრეტინის მაგივრად ვინც ეს გაავრცელა!”
