მარინა ბერიძის სპეციალური განცხადება

Marina beridმუსიკალური პროდიუსერი მარინა ბერიძე დუმილს არღვევს, ბრალდებებს პასუხობს და ქართულ შოუბუზნესში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს:

“მართალია, მე სახელი მაქვს, რომ ვბლოკავდი ყველას, მაგრამ ის დაბლოკილები არიან სულ და სულ მღერიან და ვერავინაც ვერ დაბლოკავს. კაი, მაშინ მე ვბლოკავდი, ამდენი მარინა ბერიძე საიდან გაჩნდა? ახლა ვინ ბლოკავს? სახელი და გვარი მითხარით. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ღონისძიებას უნდა ჰყავდეს მუსიკალური ხელმძღვანელი, რეჟისორი, მუსიკალური პროდიუსერი და ამათმა ერთად უნდა იმუშაონ. არავინ არ უნდა ერეოდეს მათ საქმეში, არც ხელისუფლება. რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ შექმნის ფეიკ ნიკოლოზ რაჭველს, ფეიკ ანიტა რაჭველიშვილს, ფეიკ გიორგი უშიკიშვილს, ფეიკ დათო დოიაშვილს…

სულ იყო ლაპარაკი რომ წინა ხელისუფლების დროს ნატო მეტონიძე იბლოკებოდა. ჯერ ერთი, ნატოს თვითონ არ უნდოდა ხელისუფლების მოწყობილ კონცერტებში მონაწილეობა. მაგრამ ნატოს ის წლები არაფერი დაკლებია – არც ხალხის სიყვარული და ბევრმა იცის საფრანგეთში კულტურის დღეებზე რა დროს წავიყვანეთ ნატო და არავის ქვეყანაზე ხმა არ ამოუღია და ვერც გამიბედავდა ვერავინ იმის თქმას, რომ ყანჩელი ვიღაცა სხვამ იმღეროს. ამიტომ ვიღაცა, ვინც ზურგს უკან არის, იმან უნდა გაიტანოს ეს საკითხი.

მონა არ უნდა იყო ხელისუფლების! მონა არ უნდა იყო კულტურის არც ერთი მინისტრის, იმან არ უნდა გაგიბედოს. საშინელ სისხლიან 9 წელს რომ ეძახიან, მაშინ არავის არ გაუბედია არც არტიმედში, არც რუსთავი 2-ზე არც არასდროს, რომ ეთქვათ, მინდა ამ მომღერალმა იმღეროს და ეს მინდა რომ იმღეროს. ის არ არის მუსიკოსი და ნურავინ ნუ მეტყვის ამას. რაც არ უნდა ბევრი ფული მომცეს, მაინც არ გავაკეთებ. ვერავინ ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც არ მინდა. არ უნდა შეგეშინდეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა დიდი პატივისცემა ჰქონდა ნატოს. ახლა ხომ დგანან სცენაზე ძალიან ცნობილი ანსამბლები, ხაშლამები უვარდებათ პირიდან და მღერიან ყველა ქეიფში. ნატოსთან იყო მხოლოდ ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ მერე მოხდა მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რომელმაც გადაიყვანა ოპოზიციაში.

ზოგს შოსტაკოვიჩი მოსწონს და ზოგს მოცარტი. ხომ შეიძლება ამას დავანებოთ თავი? ეს არ არის ტრაგედია, ეს არ ანგრევს არაფერს, რომ შენ სხვა ჭკუაზე ხარ და მე სხვა ჭკუაზე. მაგრამ დღეს ხელოვნებაში ვართ ნგრევის პირას, კი არადა ნგრევაში!”