კინომცოდნე გოგი გვახარია საქართველოს კინოაკადემიას მისი ორგანიზაციიდან გარიცხვას სთხოვს:
“კინოაკადემიასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. მაგ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვეტილი მაქვს მას შემდეგ, რაც ელდარ შენგელაია წამოვიდა კინოკავშირიდან. კინოს სახლშიც კი, ფილმების სანახავად ძალიან იშვიათად დავდივარ. არ ვიხდი საწევროს და არ ვმონაწილეობ მათ ღონისძიებებში.
არ მესმის ასევე, თუკი ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტს ვუცხადებთ, რა დაგვრჩენია კინოაკადემიაში.
მადლობთ ყურადღებისთვის.
p.s. კინოაკადემიის ხელმძღვანელობას ამ სტატუსით გთხოვთ გამრიცხოთ თქვენი ორგანიზაციიდან, როგორც საწევროების ურჩი არგადამხდელი და ადამიანი, რომელიც ვერ იტანს კარიერისტებს.”
