მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან ილია მეორესთან ურთიერთობას ასე იგონებდა:
“მეძახდა ხოლმე… გვერდით მისვამდა და ხინკალს ვჭამდით. პატრიარქმა იცის, რომ ხინკალი მიყვარს.
“მე და გოდერძის ხინკალი მოგვიტანეთო!” – იტყოდა და მოიტანდნენ ხინკალს.
“აი, მე ორი ცალი შევჭამე, ორი შენ უნდა შეჭამოო.” – მეტყოდა ხოლმე.
ისე მიჭირდა ჭამა, ხელები მიკანკალებდა. ჩემთვის წამება იყო პატრიარქის თვალწინ ჭამა, მერიდებოდა ძალიან…
თავი რომ მოვიკალი, იმის მერე საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მითხრა, ცოტა ხანს ჩემთან იცხოვრეო…
“ეს წიგნები მაქვს, ხატებს ვწერო. ბაღში ჩავიდეთ ხოლმე, ყვავილები მოვრწყოთო…”
ამ ზაფხულსაც შევხვდი ფასანაურში. მამა ტარიელი გამოგზავნა, გოდერძი ამოიყვანეო.
“როგორ ხარო?” – მკითხა.
მერე თვითონ მითხრა, არა ხარო ცუდად.
დარდი რომ შემატყო, მითხრა, – “აბა, მაშ მე რაღა ვქნაო…”
საჩუქრებსაც მჩუქნის. შარშან პალტო მაჩუქა. ფულს მჩუქნის ხოლმე…”
