ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯონი დეპის ცხოვრებაში უდიდესი სასწაული მოხდა – მისი გოგონა ლილი როუზი სასწაულებრივად გადარჩა.
მსახიობი გადაღებებზე იმყოფებოდა, როცა მისი და მომღერალ ვასენა პარადის 8 წლის გოგონა – ლილი როუზი თირკმელების მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში მოხვდა. გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მოულოდნელმა ინფექციამ, მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ყველა წუთი და წამი გადამწყვეტი გახლდათ. ჯონი შვილის საწოლს არ მოშორებია, მან გაიაზრაა, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთულ როლს თამაშობდა – მამას, რომელიც შვილის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა. ექიმებმა სასწაული შეძლეს, ლილი როუზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და საბოლოოდ ბავშვი გამოჯანმრთელდა.
შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯონი დეპმა გადაწყვიტა, სხვისი შვილებისთვის მაქსიმალურად შეემსუბუქებინა საავადმყოფოში გატარებული დღეები. მსახიობი ხშირად იცვამს პატარების საყვარელი პერსონაჟის – კაპიტანი ჯეკი ბეღურას კოსტიუმს და სტუმრობს იმ ბავშვებს, ვინც ჯანმრთელობისთვის იბრძვის.

ჯონი მიდის ამერიკის, ესპანეთის, საფრანგეთის და ყველა იმ ქვეყნის საავადმყოფოებში, სადაც გადაღებები აქვს, რომ პატარები ცოტა ხნით მაინც გააბედნიეროს და ტკივილები დაავიწყოს – შედის პალატებში, ეთამაშება ავად მყოფ ბავშვებს, აცინებს, უკითხავს ზღაპრებს, მიაქვს საჩუქრები…

და ეს დღემდე გრძელდება – სადაც არ უნდა იყოს, ჯონის მუდამ თან აქვს კაპიტანი ჯეკი ბეღურას კოსტიუმი, არა წითელი ხალიჩისთვის და ათასობით ფანისთის, არამედ, ბავშვებისთვის, რომ ესტუმროს ბავშვთა საავადმყოფოებს და პატარებს სევდა და ტკივილი დროებით შეუმსუბუქოს.

ჯონი დეპი სოლიდურ თანხებს სწირავს ბავშვთა დახმარებისა და გარემოს დაცვის ფონდებს – მილიონები გაიღო მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახებისათვის საცხოვრებლების შესაძენად და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების განსავითარებლად. მსახიობი ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვისაც ეს განსაკუთრებულად სჭირდება და მოუწოდებს სხვა ცნობილ გავლენიან და მდიდარ ადამიანებს, რომ აქტიური ქველმოქმედები გახდნენ.
