ფილმი პაატა ბურჭულაძეზე გერმანიაში 

Paata burchulaოპერის მომღერლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის შესახებ გადაღებულ ფილმს გერმანიის ქალაქ ბერლინში გამართულ ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.

თეონა ჯორბენაძე, ფილმის რეჟისორი:

“საქართველოს კინოინსტიტუტი წელს მესამედ იქნება ბერლინალეს საერთაშორისო ფესტივალის მარკეტის მონაწილე, სადაც წარადგენს ახალ ქართულ ფილმებს. დიდი მადლობა მათ ამ რთულ გზაზე იმედის, ერთობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.

14 თებერვალს ბერლინის კინოთეატრში WOLF გაიმართება ჩემი ფილმის „სხვა სცენაზე“ სპეციალური ჩვენება, რომლის მთავარი გმირია ჩემი მონატრებული პაატა ბურჭულაძე. ეს ფილმი სრულიად დაუგეგმავად, თითქოს თავისით გაჩნდა, როგორც ვიდეო-თხრობა მსოფლიო მნიშვნელობის არტისტზე, რომელმაც სცენა დატოვა და თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდებთან ერთად 300-ზე მეტი დღე გაატარა. ამ თავგადასავალში მის სცენად სატვირთო მანქანა იქცა, საპროტესტო შეძახილები კი ყველაზე ძვირფას სიმფონიად.”