პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსმენელისთვის კლასიკური ნაწარმოებების უბადლო შესრულებით არის ცნობილი, თუმცა ბოლო დღეებია საზოგადოების ყურადღების ცენტრში სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულებით მოექცა. ამის მიზეზი საფრანგეთში გამართული საქველმოქმედო კონცერტია, სადაც ქართველმა ხელოვანმაც მიიღო მონაწილეობა. ხატიამ აკომპანირება გაუწია კრისტინა აგილერას, გიმსთან ერთად აჭარული “განდაგანა” შეასრულა და ამერიკელ რეპერთან A$AP Rocky-სთან ერთადაც წარსდგა ათასობით მსმენელის წინაშე.
