გურამ ქართველიშვილი: “გულწრფელად ვინანიებ საჯაროდ”

Guram qartvelმწერალი და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ გულწრფელად ინანიებს იმ ადამიანებთან დგომას, ვისთან ერთადაც მოუწია პოლიტ-ასპარეზობა:

“წარსულზე დარდი მჩვევია და განსაკუთრებით მტკივნეულია ხოლმე, როცა ჩემი პოლიტიკასთან შეხება მახსენდება. გულწრფელად ვინანიებ საჯაროდ იმ ადამიანებთან დგომას, ვისთან ერთადაც მომიწია მაშინ პოლიტ-ასპარეზობა. არადა, ამ სივრცეში ისევ ვაწყდები იმ დროის კადრებს, ან ფოტოებს და ჩემ თავთან მიწევს ასეთ დროს თავის მართლება. ყველაფერი ჩემივე ცალგულობის და პოლიტ-გამოუცდელობის ბრალია. არადა, მათგან, ვისთანაც ვიდექი, ერთადერთი (პოლიტიკოსი) ადამიანი შემომრჩა მეგობრად და თანამოაზრედ, რომლის ვინაობასაც არ გავამხელ, რადგან არ მინდა მტერი გავუმრავლო ისედაც მტრიან კაცს. დანარჩენებთან ოდესმე გაკარება კი, უპირველესად, უფალმა და ჩემმა მემ მაპატიონ.

დღევანდელი პოლიტასპარეზი იმდენად ბინძურად ნამართი, ანტიქართული და ათასი ,,ბრჭყვიალა” ნიღბითაა შეფუთული, რომ მასში ოდესმე რაიმე სახით მონაწილეს სინანული არ მოასვენებს თუ ნამუსი გააჩნია. იხარეთ.”