ქართველი მსახიობები მსოფლიოში ცნობილ სერიალში მიიღებენ მონაწილეობას. AppleTV +-ის სერიალი „Drops of God“ ფრანგულ-იაპონური, ღვინოზე შექმნილი ცნობილი სერიალია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს. სერიალის მე-2 სეზონში მიწვეული არიან ია შუღლიაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ლევან ყოჩიაშვილი, ლაშა ოყრეშიძე, ნინო კირთაძე, ეკატერინე დემეტრაძე, ნიკუშა გაგნიძე, კესო ავალიშვილი, არჩილ სულაქველიძე, ლუკა თარხან-მოურავი, თაკო ტაბატაძე, ზაალ სიხარულიძე, ლევან ხაზიური, ჯონი შუბითიძე, სალვატორე კოსტა.
სერიალის საქართველოში გადაღებებისთვის ნიკა ვაჩეიშვილის მარანი შეირჩა:
„Drops of God“ ფრანგულ-იაპონური, ღვინოზე შექმნილი ცნობილი სერიალია, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
მრავალ კონკურენტ ლოკაციას შორის, ახალი სეზონის გადაღებისთვის ერთ-ერთ მთავარ ადგილად შეირჩა ჩვენი სოფელი ატენი, თავისი ღვინით, ლანდშაფტებით, ვენახებით, ძველი მარნებით, ატენის სიონით და, რა თქმა უნდა, ადამიანებით.
განსაკუთრებული მადლობა ქართველ ორგანიზატორებს, რომლებმაც ჩვენთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, ეს შესაძლებელი გახადეს!
თუ წინა სეზონი ჯერ არ გინახავთ, ახლა სწორედ საუკეთესო დროა მის სანახავად!”
