თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის სახლი თოვლმა შეიწირა. კოლხური ოდა სახლი, რომელიც სამეგრელოში, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობდა, აღარ არსებობს.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ვერიკო ანჯაფარიძე მარტვილის რაიონი სოფელ კიწიიდან იყო. ეს სახლიც კიწიაში იდგა, თუმცა მოგვიანებით გადაიტანეს ნოქალაქევში ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის.
გიორგი ნიკოლავა, ფოტოხელოვანი:
“უკანასკნელი თოვლი …
ამ კოლხურ ოდა სახლში ცხოვრობდა დიდი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. ვინ მოთვლის რამდენ ზამთარს გაუძლო მარტოხელა სახლმა. ეს თოვლი კი საბოლოო აღმოჩნდა. გაზაფხულზე სტიქიას შეეწირა. მე კი დამჩა ფოტო-არქივში ეს კადრი.
სამეგრელო. სოფელი ნოქალაქევი.”
