ქართული თეატრის დღეს ხელოვნების სასახლეში გამოფენა გაიმართება

Gamof14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს ხელოვნების სასახლეში უნიკალური გამოფენა გაიმართება.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“14 იანვარს ხელოვნების სასახლე კარგარეთელის ქუჩა N6. 18 საათზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული თეატრის დღესათან დაკავშირებით უნიკალურ ექსპოზიციას მასპინძლობს: დავით არსენიშვილის დარბაზში ქართული, ევროპული და აზიური ნიღბების შთამბეჭდავი კოლექცია იქნება წარმოდგენილი, ჯორჯ ბალანჩინის დარბაზი კი გენიალური ქართველი მენიღბის ექსპოზიციას წარმოგიდგენთ! ასე რომ გვეწვიეთ, ეს გამოფენა აუცილებლად უნდა ნახოთ!”