გსმენიათ წმინდა გიორგის უნიკალურ ფრესკაზე, რომელიც „დამალულია“ იტალიის ქალაქ ნეაპოლში მდებარე ეკლესიაში – Chiesa di San Giorgio Maggiore-ში? აღმოჩენილი ფრესკა ცნობილ ნეაპოლელ მხატვარს ანიელო ფალკონეს ეკუთვნის. წმინდა გიორგის უნიკალური ფრესკა მხატვრის მიერ 1645 წელს არის შესრულებული.
უნიკალური ფრესკის ზემოდან შესრულებული მონუმენტური ნახატი კი მხატვარ ალესიო დე ელიას შემოქმედებაა, რომელიც ისეა დამონტაჟებული, რომ ის იხსნება და ეკლესიაში მისულ მნახველებს შეუძლიათ მის ქვეშ დაფარული წმინდა გიორგის ფრესკა იხილონ.
