საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დამაარსებლის დავით არსენიშვილის 120 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა.

“ახალი და უახლესი ქართული მხატვრობა” – ასე ჰქვია 2025 წლის ბოლო ექპოზიციას, სადაც ელენე ახვლედიანის, გია ბუღაძის, ირაკლი გამრეკელის, ქეთევან მაღალაშვილის, თემო გოცაძის, შალვა ქიქოძის, სერგო ქობულაძის, ჯოვანი ვეფხვაძის, ლადო გუდიაშვილის – მთლიანობაში 70-მდე ხელოვანის ნამუშევრები.

ხელოვნების სასახლეში მისული დამთვალიერებელი ბოლო 10 წელიწადში შეგროვებული ქართული მხატვრობის ისტორიის ამსახველ გამოფენას დაათვალიერებს.

