მიშა მდინარაძე პირველი არხის წინააღმდეგ

Misha mdinaradzeკომპოზიტორი მიშა მდინარაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კატეგორიულად სთხოვს მისი სიმღერის “თოლიები”ეთერიდან ამოღებას:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, პირველი არხი, თქვენთვის არც საავტორო უფლება არსებობს, არც ადამიანის ნება?! ჩემი სიმღერა რომ ჩასვით პროგრამაში, საინტერესოა, ვის ჰკითხეთ ავტორს აქვს თუ არა სურვილი თქვენს ეთერში გაჟღერდეს სიმღერა?! ეხლავე ამოიღეთ ეთერიდან “თოლიები”! კატეგორიულად მოვითხოვ!”

პ.ს. საუბარია სოფო ხალვაშისა და თეატრალურის კვარტეტის კონცერტზე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან ერთად, სადაც მომღერალი მიშა მდინარაძის ცნობილ სიმღერას “თოლიები” ასრულებს.