დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დაკავებულია. მას სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდება წაუყენეს. დიზაინერს პატიმრობა უკვე შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
