სალომე ბაკურაძის დაბრუნება

Salome baმომღერალი სალომე ბაკურაძე დაბრუნდა – მეუღლის ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ, ის რადიო “იმედის” ეთერში საავტორო გადაცემას “არტისტული ოთხშაბათი” დაუბრუნდა:

“10 დეკემბერია, “არტისტული ოთხშაბათი” სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო, თუმცა ვიტყოდი, რომ უფრო გრძელდება, გრძელდება ისევე, როგორც ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭრდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება. სანამ ცოცხლები ვართ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა გავუკეთოთ ერთმანეთს, ამიტომაც მე თქვენი მხარდაჭერის, გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ…”