საბა საფარელი: “მოვითხოვ საჯარო ბოდიშს!”

მომღერალი საბა საფარელი საჯარო ბოდიშს ითხოვს:

“მე მთელი პასუხისმგებლობით მივედი პროექტში “საქართველოს ხმა”, დავდიოდი ქუთაისიდან თბილისში და ზედმიწევნით ვასრულებდი პროექტის ყველა მოთხოვნას, იქნებოდა ეს გულშემატკივრების მიყვანა, თუ იქ საათობით დაყოვნება (8 საათის მანძილზე) როგორც ამას მოითხოვდა მათი სცენარი, ქასთინგის დღეს მეცვა რაც მათ შეარჩიეს და შევასრულე ის რაც მათ აირჩიეს!

დამატოვებინეს პროექტი, მაგრამ მაინც ლამაზად დავწერე პოსტი, მადლობა გადავუხადე ყველას სათითაოდ და საჯაროდ ჩემი პოსტით.

გადის ტელევიზიით ლაივი, ვუყურებ და უეცრად აღმოვაჩინე, რომ როგორც კი სცენიდან გავდივარ,  იწყებენ ჩემს ბულინგს. მე ეს არ მომწონს და არ დამიმსახურებია. მოვითხოვ საჯარო ბოდიშს ჟიურის ოთხივე წევრისგან და ფულად კომპენსაციას მორალური ზიანის გამო თავად არხისგან!

არავის აქვს უფლება შეეხოს ჩემს გარეგნობას და განხილვის საგნად აქციოს!

დაუშვებელია ასე მოექცე ადამიანს, ვინც მადლობით მიიღო პროექტიდან გაშვება!
ეს არხი, “რუსთავი 2 ” მეორედ მომექცა არასწორად, პირველი რამოდენიმე თვის წინ იყო, როდესაც გადაღებული ნომერი გადაცემისთვის “გული მღერის” ეთერში არ გაუშვა და მეორე რაზეც ზევით ვისაუბრე!”