სასიამოვნო სიახლე ბაია დვალიშვილისგან

მსახიობი ბაია დვალიშვილი მაყურებელს სასიამოვნო სიახლეს უმზადებს. ხელოვანი მეზღაპრე გახდა და საზოგადოებას თავის ახალ პროექტს “ზღაპრები ბაიასთან” უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

“როცა ვარსკვლავები ფრთხილად ამოანთებენ ცაზე, ბაია დვალიშვილი იწყებს ზღაპრის მოყოლას.”