დათა თავაძე უკრაინაში

ქართველი რეჟისორი დათა თავაძე უკრაინაში წავიდა, სადაც ბერტოლტ ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრეს” დგამს. რეჟისორი უკრაინელ მსახიობებთან ერთად კიევში მუშაობს. დათასთან ერთად  შემოქმედებით გუნდში კიდევ 2 ქართველია – კომპოზიტორი ნიკა ფასური და მხატვარი ქეთი ნადიბაიძე.

დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა 20 და 21 დეკემბერს გაიმართება.