ხელოვნების სასახლე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი საერთაშორისო ჯილდოს International Travel Award-ის მფლობელია.

International Travel Award-ის ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს როგორებიცაა: “ფერარი”, “Warner Bros”, ” რადისონ ბლუ” და ა.შ (Ferrari World Abu Dhabi (Best Tourist Attraction in Middle East), W Verbier Swizerland (Best ski Hotel), Warner Bros. World Abu Dhabi).

არსებული საერთაშორისო ტურისტული ჯილდოები აღიარებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლეს მიღწევებს. ჯილდო ენიჭებათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, ავიაკომპანიებს…

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ჩვენი მუზემის კიდევ ერთი დიდი აღიარება- ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ამის დასტურად ხელოვნების სასახლემ საერთაშორისო სამოგზაურო ჯილდო და International Travel Award-ის სერთიფიკატი 2025 წლის 14 ივნის მიიღო  – “Best Museum in Georgia” კატეგორიაში. კონკურსი დუბაიში ტარდება- ჯილდო წელიწადში ერთხელ გაიცემა და ეყრდნობა მუზეუმების მაღალი სტუმართმოყვარეობის ხარისხს, რაც დამთვარიელებელთა დადებით შეფასებებზეა დაფუძნებული. ვულოცავ მთელ მუზეუმს ამ დიდ გამარჯვებას.”