ნინო ქათამაძეს ასამართლებენ

მომღერალ ნინო ქათამაძეს ასამართლებენ. მისი სასამართლო პროცესი 10 თებერვალს გაიმართება. მომღერალსა და კიდევ 8 ადამიანს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

სასამართლოში დაბარებული არიან: ნინო ქათამაძე – მომღერალი; ლადო აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი. სასჯელი – 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.

ნინო ქათამაძე, მომღერალი:

“მონატრებულო ქუთაისო, სამწუხაროა, რომ თქვენთან შეხვედრა არა კონცერტით, არამედ სასამართლოში მიწევს.
10 თებერვალს 12.00 საათზე 9 თანამოაზრის სასამართლოა ჩანიშნული, მათ შორის ჩემიც.
იმედი მაქვს, სასამართლოშიც არიან მუსიკის მოყვარულები.
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება ივანიშვილის რეჟიმის პატიმრებს!”