ერთადერთ შუა საუკუნეების ჭედურ ხატზე, რომელიც გადაურჩა ხალდეს აჯანყებას, საოცარი ამბავი გაგვიზიარა ჯაბა ჯოხაძემ:
“ ერთადერთი შუა საუკუნეების ჭედური ხატი, რომელიც გადაურჩა ხალდეს აჯანყებას.
იგი სოფლელებს ვერცხლის ჯაჭვით მიუბამთ თხის რქებზე და ისე გაუშვიათ კლდეებზე.
თხა სოფლის მოსპობის შემდეგ, შემთხვევით უპოვნიათ გვერდზე სოფლის (იფრალის) მკვიდრებს თავისივე ხატით, რამოდენიმე კილომეტრში.
ხატი ჯერ ხალდეში, შემდეგ კი აფხაზეთში ინახებოდა. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, იგი დაუბრუნდა ჩვენს სოფელს თუმცა, აგერ უკვე სამი წელია, რაც ის ტაძრიდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.
იმედი მაქვს, ამის ჩამდენი მალე დააბრუნებს მას თავის ადგილას.”
