ხელოვნების რაინდის წოდება დემნა გვასალიას

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქართველ დიზაინერს დემნა გვასალიას ხელოვნების რაინდის წოდება მიენიჭა. ეს ჯილდო მან მოდასა და კულტურაში განვითარებული განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

საპატიო მედალი და ხელოვნების რაინდის წოდება BALENCIAGA -ს კრეატიულ დირექტორს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა პარიზში პირადად საზეიმო ვითარებაში გადასცა. დემნა უკვე 10 წელია BALENCIAGA -ს ხელმძღვანელობს.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული მოდის ისტორიაში, როდესაც დიზაინერი საქართველოდან ხელოვნების რაინდის წოდებითა და მედლით საფრანგეთმა დააჯილდოვა.

დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიზაინერია. მისი სამოსით თავს მსოფლიოს ვარსკვლავები იწონებენ.