მსახიობი მერაბ ნინიძე მსოფლიო კინოსამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე – ოსკარზეა წარდგენილი. რეჟისორ ედვარდ ბერგერის ფილმში “პაპის კონკლავი” მერაბ ნინიძე რალფ ფაიენსთან, სტენლი ტუჩისთან, იზაბელა როსელინისთან და ჯონ ლიტგოუსთან ერთად თამაშობს.
“პაპის კონკლავი” პაპის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მოგვითხრობს. პაპის კონკლავი კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრაა, რომის ეპისკოპოსის არჩევის მიზნით, რომელიც რომის პაპი ხდება. კათოლიკეებისთვის პაპი კათოლიკური ეკლესიის მიწიერი ხელმძღვანელია. კონკლავი ინსტიტუციის ხელმძღვანელის არჩევის ყველაზე ძველი მეთოდია და ის დღესაც გამოიყენება.
