თეატრისა და კინოს მსახიობს გიორგი ნაკაშიძეს ასამართლებენ. მისი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება. მსახიობი საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც მეგობრის შვილის გადარჩენას ცდილობდა:
“მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევედი წინა პარამეტრზე. დამაკავეს სამ კაცთან ერთად, მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცნაზისგან განსხვავებით, კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს. ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ!მიყვარხართ ყველა, განურჩევლად სხვადასხვა შეხედულებებისა! ჩვენს მრავალტანჯულ საქართველოს გაუმარჯოს!
p.s. მედავებიან გზის გადაკეტვას და რუპორის ხმა რომ ისმის დაიშალეთო: იმას არ დაემორჩილეო! და ამის გამო ისეთ პრესში მოაქციეს მანქანაში, სადაც ხუთმა კაცმა შემტენა, ასევე სამ ბიჭს, სანამ პატრულს გადაგგვცეს, ჯოჯოხეთი მოუწყეს სახე არ უჩანდა ისე ცემეს ყველა. პირადი ნივთები,’ტელეფონები წაგვართვეს. იმედია გჯერათ, რომ ესენი ჩვეულებრივი სადისტები არიან. პატრულის ძირითად ოფისში ისეთი თავპირდალეწილი ადამიანები მოყავდათ, გახსენებაც არ მინდა: თან ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ისეთს ღრიალებდნენ, სასწაული რაღაცა იყო. რა არ მინახავს, მაგრამ ეს რაღაცა სადიზმის ახალი ფორმაა.”
