ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია

11 წლის მომღერალი ანდრია ფუტკარაძე “საბავშვო ევროვიზია 2024”-ის გამარჯვებულია. მან 239 ქულა დააგროვა. ეს საქართველოსთვის რიგით მე-4 გამარჯვებაა. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა კონკურსის რეკორდსმენია.

პირველად “საბავშვო ევროვიზია” ბზიკებმა მოიგო, მეორედ – “ქენდიმ”, მესამედ – მარიამ მამადაშვილმა, მეოთხედ კი – ანდრია ფუტკარაძემ.