პირველი ევროპული ვერსია ქართული ანბანის წარმოშობაზე

,,…იაკობიტებმა, რომლებიც დასნებოვნებული იყვნენ ალექსანდრიის პატრიარქის, იაკობის ერესით (რომელიც ამტკიცებდა, რომ იესო ქრისტეში ერთი ბუნება იყო) და პატრიარქ დიოსკორეს მიერ ქრისტიანთა ზიარებას განეყენნენ, გამოიგონეს ეს [ქართული] ასოები, რომელთაც დიდი ხნით ადრე იყენებდნენ აღმოსავლეთის ეკლესიები და მოგვიანებით ქართველებმა მიიღეს ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.
… ასოები, რომლებიც მე მივიღე აღნიშნული [ქართველი] ელჩისგან, ჩემთვის გამოუსადეგარია, რადგან მან დატოვა კონსტანტინოპოლი, სანამ მათ გააჟღერებდა, ამიტომ მე ისინი ვენეციაში წავიღე, სომხური ენის მცოდნესთან, ეს ასოები მათი თანმიმდევრობით, სახელებითა და ფორმით მთლიანად ბერძნულია, მაგრამ ქართველებმა ან იაკობიტებმა შეცვალეს ისინი თავიანთ დამწერლობაში და დაუმატეს ბარბაროსული და უცხო ასოები”.
პოსტელი აქ საუბარობს იაკობ ბარადაიოსის მიერ დაარსებულ მიმდინარეობაზე, რომელიც ინდოეთამდე გავრცელდა, ძალიან საინტერესოა, რომ ქართულ საეკლესიო ტექსტებში ეს აქტიური მისიონერი და მოგზაური – იაკობ ჩამოძონძილი (Τζατζαλον), რომლის მიმდევრებიც ინდოეთამდე ,,დაწანწალებდნენ” – იხსენიება იაკობ წანწალოსად.
იაკობ მაწანწალას სახელი სირიულად ჟღერს ასე: ܝܥܩܘܒ ܒܘܪܕܥܝܐ, Yaʿqub Burdʿoyo ანუ იაკობ ჩამოძონძილი, ასოასო – იაყუბ ბურდი. ეს სიტყვა ,,ბურდი” არსებობდა ქართველურ ენებშიც, მეგრულში დღემდე იტყვიან უსუფთაო ადამიანზე ,,ბურდიაო”.