გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში

მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ამომავალი ვარსკვლავია. სპექტაკლმა მისი მონაწილეობით ამსტერდამ ოპერაში ტრიუმფით ჩაიარა.

გელა ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:

“გიორგი ფოცხიშვილის ტრიუმფი ამსტერდამ ოპერაში, სასწაულები ჩაიდინა გიორგიმ სცენაზე! ეს უბრალოდ უნდა ნახო, ამას მოყოლით ვერ გადმოსცემს ადამიანი!  მე ამაყი ვარ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი!
ჩვენი ოჯახის სამი თაობა შეეწირა ქართულ და მსოფლიო ქორეოგრაფიას!”