“ვეფხისტყაოსანი” 2250 ფუნტ სტერლინგად

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, რაც დრო გადის, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. პოემას ხშირად ნახავთ სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე, სადაც საკმაოდ სოლიდურ ფასად იყიდება. 1943 წლით დათარიღებული, ნომრიანი, დავით ხელაძის გამოცემა 2250 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, თუმცა 1 თვის წინ “ვეფხისტყაოსნის”  ეს გამოცემა  4750 ფუნტი სტერლინგი ღირდა.