რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ საუკეთესო სპექტაკლების გარდა, საუკეთესო ჩანაწერებიც დაგვიტოვა თეატრსა და მის ჯადოსნურ სარეპეტიციო პროცესებზე, რომელიც ცხოვრების მეგზურადაც შეიძლება გამოვიყენოთ.
“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:
“არსებობს მომენტები რეპეტიციაზე, როცა ყრუ კედელს წააწყდები და ფიქრობ, მგონი, დავიღუპეთო. თითქოს, ყველაფერი თავის ადგილასაა: მსახიობიც სწორია, მოქმედებაც ლოგიკურადაა აგებული – ყველაფერი თავის ადგილასაა, მაგრამ რაღაც არ გამოდის, რაღაც არ სუნთქავს… ასეთ დროს ვიწყებ ფიქრს იმ პირველ შეგრძნებაზე, რამაც ეს პიესა ამაღებინა. ვცდილობ გავიხსენო, რამ მომხიბლა მასალაში პირველი წაკითხვისას და შემდეგ, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება დავიბრუნო… შეიძლება ზუსტად გქონდეს აგებული სცენა, მაგრამ მკვდარი იყოს… ძალიან ხშირად, სწორედ შეცდომა, “ხარვეზია” ის, რაც ქმნის დაუვიწყარ შეგრძნებას სცენაზე… მოულოდნელი სვლა, ალოგიკურიც კი, საერთო ქარგიდან ამოვარდნილი რამ… უყურებ და იცი, რომ შეცდომაა, ასე არ შეიძლება, მაგრამ სწორედ ამ “ცდომილებებს” შეუძლიათ სიცოცხლის შემოტანა სცენაზე… ცხოვრება ზუსტი განტოლება ხომ არ არის ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგამდე რომ მივყავდეთ?”
