პოეტებმა, დისიდენტებმა და ეროვნულმა გმირებმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ 9 აპრილი ასე შეაფასეს:
მერაბ კოსტავა, 9 აპრილი, 1989 წელი:
“საქართველოს ისტორიაში, ყოფილა დიდებული წამები, და ეს წამი, არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად! ასე შეკრული! ასე მთლიანი! წარმოდგა ქართველი ერი! ღვთის წინაშე! გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!”
ზვიად გამსახურდია, 9 აპრილი 1991 წელი:
“სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულების სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ საქართველოში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”
