ლეგენდარულ მსახიობს გივი ბერიკაშვილს არაერთი მხიარული ისტორია შეემთხვა, თუმცა ერთ-ერთს ყოველთვის განსაკუთრებულად იხსენებდა:
“კალენდარზე ვირთან ერთად დამბეჭდეს. ვირს მერსედესის ლოგო დაადგეს თავზე გვირგვინად.
ეს კალენდარი ედუარდ შევარდჟნაძეს მივართვი წარწერით – “მარჯვნივ მე ვარ!”
ამაზე ბატონმა ედუარდმა ბევრი იცინა და გურული სისხარტით მიპასუხა: – “კიდევ კარგი მიაწერე, თორემ ისე ვერ მივხდებოდი…”
