პიანისტ ელისო ვირსალაძეს სვიატოსლავ რიხტერმა უდიდესი მასშტაბის არტისტი უწოდა. მართლაც, შეუძლებელია მისმა მაღალპროფესიულმა შესრულებამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება არ მოახდინოს მსმენელზე.
რა არის მისი წარმატების საიდუმლო? – მიაჩნია, რომ წესიერი ადამიანია:
კითხვაზე – „მართალია, რომ მკაცრი ხართ?“ – პიანისტმა შესანიშნავი პასუხი გასცა:
“მე ვცდილობ, რომ არ ვიყო არც მკაცრი, არც რბილი, არც კეთილი, არც ბოროტი, არც ძლიერი და არც სუსტი…
ადამიანს იარლიყს რომ აწეპებენ – ცუდია… ადამიანი – მრავალფეროვანია…
ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა – „თუ თქვენ იცით, რა არის კარგი და რა არის ცუდი, თქვენ უკვე წესიერი ადამიანი ხართ… მე ვთვლი, რომ ვარ წესიერი ადამიანი…”
