ოპერის მომღერლის ელენე გველესიანისთვის 23-ე დაბადების დღე ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდა.
საყვარელმა მამაკაცმა ბოკა ცირეკიძემ მას ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დანიშნა.
სულხან გველესიანი, ელენე გველესიანის მამა:
“ელენიკოს დაბადების დღეზე ბოკამ ჩვენი საყვარელი ოპერის თეატრის სცენაზე დანიშნა ელენიკო.
დიდი მადლობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილეს ეკა გელაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩვენი ოჯახის ამ ზეიმში. ბედნიერება ბოკას და ელენეს!”
